პლანეტის ყველაზე ძლიერ მამაკაცად წოდებულმა ლაშა ტალახაძემ მთავარი არხის ეთერში, გადაცემა „შენი დილა“-ში სტუმრობისას სომეხ ძალოსან გორ მინასიანზე ისაუბრა:
„სიმართლე გითხრათ გორ მინასიანი საკმაოდ უცნაური სპორტსმენია. ქართველ სპორტსმენებს გვახასიათებს ყველასთან მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ამ ადამიანს წლებია ვერ გავუგე რა უნდა. გამარჯობაც კი არ აქვს ამ ხნის განმავლობაში. მაგრამ, არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ ამ სპორტსმენს 2011 ან 2012 წელს მოგებული აქვს ჩემთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მე ტრავმა მქონდა და ამ დროს სომეხმა და რუსმა სპორტსმენებმა მომიგეს, თუმცა მანამდეც და მაგის შემდეგაც სულ ვუგებდი“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტალახაძემ კონტინენტის ჩემპიონობა იზეიმა.





