საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ზე 1/4 ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ოფიციალურად მოიპოვა.
ბოსნია & ჰერცოგოვინას დამარცხების შემდეგ უკვე ყველაფერი აზერბაიჯანისა და ესპანეთის თამაშზე იყო დამოკიდებული, რომელიც ფრედ – 2:2 დასრულდა და შესაბამისად, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ფლეი-ოფში თამაშიც გაინაღდა.
2 ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს, მეორე პოზიციაზე 4 ქულით ესპანეთი იმყოფება, მესამეზე კი 1 ქულით აზერბაიჯანის ნაკრებია.
შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბოსნია & ჰერცოგოვინა მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.








