გუშინდელი გაუგებრობის შემდეგ როგორც იქნა UFC-იმ მსუბუქი წონის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მერაბ დვალიშვილი მე-10 პოზიციაზეა დამკვიდრებული.
გუშინ შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პოპულარულმა ორგანიზაციამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. თავდაპირველად, ქართველი მებრძოლი მე-8 პოზიციამდე იყო აღზევებული, დღის ბოლოს კი მერაბი ისევ ძველ პოზიციაზე, მე-11 ადგილზე დააბრუნეს. დღეს დილით ორგანიზაციამ რეიტინგში კორექტირება შეიტანა და ქართველ მებრძოლს საბოლოოდ მე-10 ადგილი მიანიჭა.
ამრიგად, მერაბი მსუბუქი წონის ტოპ 10 მებრძოლს შორის მაინც მოხვდა. ასევე მეათე პოზიციაზეა ნახევრადმსუბუქ კატეგორიაში გიგა ჭიკაძეც. ორივე მებრძოლმა მიმდინარე წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა და ორივე მათგანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. იმედია, UFC-ის განახლებული რეიტინგი საბოლოოა და მერაბს უახლოეს საათებში საუკეთესო ათეულს მიღმა არ ჩაწევენ.








