თურქეთის ქალაქ სტამბოლში უეფას წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოვლინდნენ.
დავიწყოთ ინდივიდუალური ჯილდოებით, პოზიციების მიხედვით:
საუკეთესო მეკარე – ედუარდ მენდი (ჩელსი)
საუკეთესო მცველი – რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)
საუკეთესო ნახევარმცველი – ნგოლო კანტე (ჩელსი)
საუკეთესო თავდამსხმელი – ერლინ ჰალანდი (დორტმუნდის ბორუსია)
რაც შეეხება მწვრთნელს, უეფას ვერსიის წლის საუკეთესო დამრიგებელი „ჩელსის“ თავკაცი, ტომაშ ტუხელი გახდა, რომელიც „არისტოკრატებს“ სათავეში იანვარში ჩაუდგა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა კულმინაცია ბოლოსკენ შემოინახეს. შეგახსენებთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე სამი კანდიდატი იყო წარდგენილი – ჟორჟინიო (ჩელსი), ნგოლო კანტე (ჩელსი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი). უეფას ვერსიით კი წლის ფეხბურთელი ჟორჟინიო გახდა, რომელმაც კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.








