რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აფეთქების ხმა ისმის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კიევშიც. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოაცხადებული.
აღნიშნული მდგომარეობის გამო, უეფას გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგში აღარ ჩატარდება და ის პარიზში გაიმართება.
ასევე, მოსკოვის “სპარტაკს” ევროპა ლიგის მერვედფინალში საშინაო მატჩის რუსეთში ჩატარების უფლება არ ექნება.








