უეფას პრეზიდენტის ალექსანდრ ჩეფერინის ხელფასი 2019/20 საფეხბურთო სეზონში 2,42 მილიონი შვეიცარული ფრანკი (2,19 მილიონი ევრო) იყო.
Vozpópuli-ს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ორგანიზაციის ხელმძღვანელს, წინა სეზონთან შედარებით 500 ათასი შვეიცარული ფრანკით (450 ათასი ევრო) მეტი გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ ჩეფერინის ხელფასი ამ თანამდებობაზე მუშაობის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება. სლოვენიელი იურისტი UEFA-ს პრეზიდენტი 2016 წლიდანაა.
ხუთი წლის განმავლობაში ჩეფერინმა 7,46 მილიონი შვეიცარული ფრანკი (6,76 მილიონი ევრო) გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ივნისის მდგომარეობით, პანდემიის გამო, უეფას შემოსავლებში 21%-ით შემცირდა.





