შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინაა განთავსებული, ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისწყრა გაიმართა, სადაც რამდენიმე სუპერ წყვილი მივიღეთ.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „მილანის“ დაპირისპირება, რომელშიც გადაჭრით ვერავინ იტყვის თუ რომელია ფავორიტი.
შეიძლება ითქვას, რომ გაუმართა ესპანურ „გრანადას“, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობია. ესპანელებმა ხომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტურნირს თბილისის „ლოკომოტივი“ გამოთიშა.
წესით, საინტერესო ჯახი უნდა იყოს „რომასა“ და “შახტარს“ შორის.
საბოლოოდ, ასე გამოიყურება ყველა 1/8 ფინალური წყვილი.
აიაქსი – იანგ ბოიზი
დინამო კიევი – ვილიარეალი
რომა – შახტარი
ოლიმპიაკოსი – არსენალი
დინამო ზაგრები – ტოტენჰემი
მანჩესტერ იუნაიტედი – მილანი
სლავია – რეინჯერსი
გრანადა – მიოლდე
მატჩები 11 და 18 მარტს გაიმართება.





