29 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალია. მიმდინარე სეზონის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ დაპირისპირებას სტამბული უმასპინძლებს.
ამას წინათ გამცნეთ, რომ უეფა მატჩზე გულშემატკივრების გარკვეული რაოდენობით დაშვებას გეგმავს. ამ ეტაპზე საუბარია ფინალში გასული გუნდები ქომაგებზე, რომლებზეც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ჯამში 9 ათასი ბილეთის გამოყოფას აპირებს.
რაც შეეხება ადგილობრივ მაყურებელს, უეფას თქმით ეს თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
სტამბულის „ათათურქის“ სტადიონი 75 415 ადამიანს იტევს, მაგრამ ის პირთამდე რომ არ შეივსება ორი აზრი არ არსებობს, რადგან ამის უფლებას ორგანიზატორებს არავინ მისცემს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულში გასულ სეზონში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიამ ვითარება შეცვალა და ტურნირი ლისაბონში გადაიტანეს.
დაბოლოს. 29 მაისის ფინალზე გულშემატკივრები ე.წ. ჭკვიანი ბილეთებით ისარგებლებენ, რომლებიც მათ საკუთარ მობილურ ტელეფონებში ექნებათ.





