უახლოეს ხანებში უეფა გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს, რომელიც ყბადაღებულ სტუმრად გატანილი გოლის წესს ეხება.
ევროთასების პლეიოფში მეტოქის მოედანზე გატანილი გოლი რომ ორად ფასობს ყველამ ვიცით და ამ წესს საფეხბურთო სამყაროში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა მომხრეებიც საკმაოდ არიან.
უკვე წლებია მიდის მსჯელობა, კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ეს წესი უნდა დარჩეს თუ ბოლოს და ბოლოს შეიცვალოს. როგორც, რამდენიმე პოპულარული უცხოური გამოცემა იუწყება, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ცვლილებებს მაინც შეიტანს, თუმცა წესი მთლიანად არ გაუქმდება.
უეფას საშეჯიბრო კომიტეტი ამ საკითხს საფუძვლიანად განიხილავს. საუბარია სტუმრად გატანილი გოლის წესი მხოლოდ დამატებითი დროის შემთხვევაში შეიცვალოს და არა ძირითად 90 წუთში. არის მოლოდინი, რომ კლუბების უმრავლესობა ამ ვარიანტს მხარს დაუჭერს.
უეფა, ამ მნიშვნელოვან ცვლილებას უკვე მომავალი სეზონიდან დანერგავს.





