ბათუმის “დინამო” ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ეს ყველაფერი დიდ წილად დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე მოხდა.
ბათუმის “დინამოს” რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი იყო. აზაროვმა ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და მისი ფასი Transfermarkt-ზე ერთი მილიონი ევროა.
ბოლო პერიოდში თურქულ და ქართულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ ირაკლი აზაროვის გადაბირებით თურქული “ტრაბზონსპორი” იყო დაინტერესებული და მის სანაცვლოდ სოლიდურ თანხასაც ითხოვდნენ, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით აჭარულმა კლუბმა “ტრაბზონსპორს” მილიონ ნახევრიან წინადადებაზე უარი უთხრა და მინიმუმ ზაფხულამდე ახალგაზრდა მარცხენა მცველი ბათუმის “დინამოს” ღირსებას დაიცავს.








