გუშინ, არაერთ ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლივერპულისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი, ალი სისოკო კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებდა.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისური კლუბის მხრიდან ფრანგი ფეხბურთელის მისამართით ინტერესი ნამდვილად იყო და თავად სისოკოც არ იყო წინააღმდეგი დინამოში გადმოსვლის.
თუმცა, დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ალიმ ემირატებიდან, ერთ-ერთი გუნდის შემოთავაზება აირჩია, რომელიც ფინანსურად საგრძნობლად უკეთესი იყო. ამის გამო, სისოკოს „დინამოში“ ტრანსფერი ჩაიშალა.





