ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების და ყაზანის რუბინის ახალგაზრდა შემტევით, ყველაზე მეტად დაინტერესებული იუვენტუსი, მილანი და ბაიერნი არიან.
„იუვენტუსს, მხოლოდ მაურო იკარდი და მოიზე კინი არ სურს. გუნდმა თვალების ფართოდ გახელა და აღმოსავლეთისკენაც გახედვა, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამერიკელმა ვესტონ მაკენის ტრანსფერმა გაამართლა.
გუნდმა ახალი სისხლისთვის ყურადღება ყოფილი საბჭოთა კავშირისკენ მიაპყრო. ისინი ჯენოას უზბეკ თავდამსხმელს ელდორ შომუროდოვს ზამთრიდან აკვირდებიან, ახლა კი მას ყაზანის რუბინის ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაც შეუერთდა.
თუმცა კვარაცხელია განსხვავებული „ქეისია“, ის მაღალი კლასის გარემარბია და შეიძლება, ეგრეთ წოდებული „პარატიჩის სამიზნეებში“ მოხვდეს.
დიახ, ქართველი ნამდვილად ნიჭიერია, მას აქვს დიდებული ტექნიკა და ფიზიკური მონაცემები. კლუბის მიერ წამოწყებული ახალგაზრდული პროექტისთვის იდეალური ვარიანტია.
იუვენტუსი ახლა ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ ერთადერთი კლუბიც არ არის. ამ მხრივ მილანი და ბაიერნიც მეტად აქტიურობენ.“ – ნათქვამია სტატიაში








