30 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში Ballon d’Or-ის ყოველწლიური დაჯილდოვება გაიმართა.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხურთელის ჯილდო პედრი გონასალესმა მოიგო, ლევ იაშინის ჯილდოს მფლობელი ჯანლუიჯი დონარუმა გახდა, საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული რობერტ ლევანდივსკიმ მოიპოვა, საუკეთესო გუნდი ჩელსი გახდა, ქალთა ოქროს ბურთი ალექსია პუტელასს ერგო. მთავარი პრიხი ოქროს ბურთი კი ლეო მესიმ მოიპოვა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელი როგორც უკვე ვახსენეთ არგენტინელი ლეო მესი გახდა, მეორე ადგილი რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა, მესამე ადგილზე კი იტალიის ნაკრებისა და “ჩელსის” ნახევარმცველი ჟროჟინიო გავიდა.
როგორც მოგეხსენებათ საუკეთესო ფეხბურთელს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ჟურნალისტები ავლენენ, საქართველოდან გამოკითხვაში მონაწილეობა გაზეთ “სარბიელის” წარმომადგენელმა ზურაბ ფოცხვერიამ მიიღო.
ქართველმა ჟურნალისტის მიერ შედგენილი წლის საუკეთესო ხუთი ფეხბურთელი ასე გამოიყურება:
1. რობერტ ლევანდოვსკი
2. კარიმ ბენზემა
3. კრიშტიანო რონალდუ
4. ლიონელ მესი
5. ჟორჟინიო