ჩემპიონთა ლიგა დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 1/8 ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს პსჟ და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდნენ. პარიზელებმა მინიმალურო სხვაობით 1:0 იმარჯვეს.
შეხვედრის 62-ე წუთზე პოჩეტინოს გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ლეო მესიმ პენალტი გააფუჭა.
34 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში მე-5 თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ტიერი ანრის ანტირეკორდი გაიმეორა.
ამ კომპონენტში მეორე ადგილს კუნ აგუერო და ვან ნისტერლოი 4-4 გაფუჭებული პენალტით იკავებენ.
ცნობისთვის, პსჟ-სა და მადრიდის “რეალის” განმეორებითი შეხვედრა 9 მარტს გაიმართება.
#LOOKATTHATSTAT – Messi joins Thierry Henry as the player to have missed the most penalties (5) in UEFA Champions League history. Agüero & Van Nistelrooy failed to convert from the spot 4 times.
— MisterChip (English) (@MisterChiping) February 15, 2022