უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 225 კგ, აკვრაში 267 კგ, ორჭიდის ჯამში კი 492 კგ ასწია, სამი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და სამი ოქროს მედალი კარიერაში მეხუთედ მოიპოვა.
ტალახაძე სამი ოქრის მედლის მოპოვებისთვის პრიზის სახით დაახლოებით 250 000 ლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ 3 მედალი მოიპოვა. ლაშა ტალახაძე ოქროს, შოთა მიშველიძე (61 კგ) ვერცხლს, ხოლო რეზი დავითაძე (89 კგ) ბრინჯაოს დაეუფლა.








