ლაშა ტალახაძისთვის 2021 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა ჯერ ევროპის ჩემპიონატი, შემდეგ ოლიმპიადა და ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, სადაც სამი ოქროს მედალი აიღო. ამასთანავე დაამყარა 3 ახალი მსოფლიო რეკორდი, როგორც ატაცში (225 კგ), ისე აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ).
ლაშა ტალახაძემ ჩემპიონობისთვის და სხვადასხვა რეკორდების დამყარებისთვის ყველაზე დიდი თანხა ოლიმპიადაზე გამოიმუშავა. ჯამურად ყველა ტურნირზე მან დაახლოებით 2 მილიონი ლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძალოსანმა კომპანია “კრისტალბეთისგან” ძვირადღირებული ავტომობილიც მიიღო საჩუქრად.
საგულისხმოა, რომ ლაშას მთავარი მიზანი ოლიმპიადის მესამედ მოგებაა და პარიზში კვლავ შეეცდება ქართველი ხალხის გულების გახარებას.








