საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია 28 მარტს ესპანეთის ნაკრებთან გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც ვიცით, შვედეთთან გუშინდელ მატჩში ვილი სანიოლმა 20 წლის თავდამსხმელი პირველი ტაიმის შემდეგ გამოცვალა, მოგვიანებით კი ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით გავიგეთ, რომ კვარაცხელიას მცირე ტრავმა აწუხებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩამ შესვენებაზე თავის არეში ტკივილები იგრძნო, რის გამოც სამწვრთნელო შტაბმა გარისკვა აღარ არჩია და ფეხბურთელს დასვენების შესაძლებლობა მისცა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები შვედეთთან მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა. რაც შეეხება ესპანეთთან თამაშს, შეხვედრა 28 მარტს „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.





