2022 წელს, ძიუდოს პირველი საერთაშორისო შეჯიბრი პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გაიმართება, სადაც წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ალმადას გრან პრი სტარტს 28 იანვარს აიღებს და 30 იანვარს დასრულდება.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ტურნირზე შანსი ძირითადა ახალგაზრდა ძიუდოისტებს მიეცემათ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
- 60 კგ – გიორგი სარდალაშვილი
- 66 კგ – თენგო ზირაქაშვილი
- 73 კგ – გიორგი ტერაშვილი
- 81 კგ – დიმიტრი გოჩილაიძე
- 90 კგ – იმედა გოგოლაძე; ნიკა ხარაზიშვილი
- 100 კგ – გიორგი ბერიაშვილი
- 100 კგ – საბა ინანეიშვილი; გიორგი ქავთარაძე.








