ტოკიო 2020-ის მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ძიუდის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა გურამ თუშიშვილმა.
მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ტაჯიკი რახიმოვი დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. 26 წლის ძიუდოისტმა ორი ვაზარით იმარჯვა.
მომდევნო ეტაპზე გურამი გამოცდილ ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეხვდება.





