გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Transfermarkt-მა ფეხბურთელების ფასები განაახლა, საქართველოს ნაკრების და “ჰატაისპორის” 26 წლის თავდამსხმელის საბა ლობჟანიძის ფასი 1.9 მილიონის გაიზარდა და ამაჟამად 3.4 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ შედეგით საბა ლობჟანიძე ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფებხურთელბს შორის მე-2 ადგილზე გადავიდა, პირველ ადგილს კი ხვიჩა კვარაცხელია 18 მილიონი ევროთი იკავებს.
26 წლის თავდამსხმელმა თურქეთის სუპერ ლიგაში 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, სწორედ აქედან გამომდინარე მისი ფასი საგრძნობლად გაიზარდა.




