ეროვნული ლიგის 21-ტურში, თელავისა და წყალტუბოს მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ტრაგედია დატრიალდა.
მატჩის დროს ტრიბუნაზე თელავის გულშემატკივარი, 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, თუმცა სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.





