ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ ხედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქუთათურებმა ამჯერად სტუმრად ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხეს.
ქუთაისელები მთელი პირველი ეტაპის მანძილზე მოუგებენლნი იყვნენ და თითქოს გავარდნაც ემუქრებოდათ, მაგრამ როგორც ჩანს დგომარეობა გაიუმჯობესეს.
საქართველოს არაერთგზის ჩემპიონმა საციცოხხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
„ტორპედოს“ რიგებიდან თავი ალჟირელმა ლეგიონერმა მეჰდი ბოუკასმა გამოიჩინა, რომელმაც ანგარიშზე დუბლი მიითვალა.
ქუთაისის „ტორპედომ“ ამ გამარჯვენით 16 ქულით მე-7 ადგილი გაიმყარა, ხოლო “შუქურა“ 14 ქულით მე-14 ადგილზეა.





