ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP ტურს ტორონტოში უბრუნდება
ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქეები ცნობილია
9 აგვისტოს ტორონტოში იწყება N ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი $2 850 975-ია. კანადაში მონაწილეთა შორის ნიკოლოზ ბასილაშვილიცაა,რომელიც ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პირველად ასპარეზობს.
ნიკოლოზს ოლიმპიადაზე ურიგოდ არ უთამაშია. მან ორი ეტაპი გაიარა და მერვედფინალში მომავალ ჩემპიონ ალეკსანდერ ზვერევთან დამარცხდა.
ტორონტოს ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი იქნება. 29 წლის ქართველი მეტოქეს მხოლოდ ერთხელ შეხვდა 2019 წლის US Open-ზე 3:6, 7:6 (7:3), 7:5, 6:2 მოუგო. გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზი მე-12 ნომრად განთესილ ავსტრალიელ ალეკს დე მინორს ეთამაშება.
ნიკოლოზი ბრუკსბის ორშაბათს ეთამაშება.მატჩი სავარაუდოდ, თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.








