ლონდონის ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, „არისტოკრატებმა“ ფინალში მანჩესტერ სიტი 1:0 დაამარცხა და ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა.
ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ეს ტურნირი პირველად მოიგო. ის სამწვრთნელო საქმიანობას 2007 წლიდან „მისდევს“, ის ადრე აუგსბურგის მეორე გუნდს, მაინცს, დორტმუნდის ბორუსიასა და პსჟ-ს ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ გერმანელი ჩელსიში იანვარში ფრანგული გუნდიდან გათავისუფლების შემდეგ მივიდა, აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში მან ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია.





