ტოკიოში მიმდინარე 2020 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა.
ხმლით ფარიკაობაში, A კატეგორიაში მოასპარეზე ნინა თიბილაშვილმა ფინალში გასვლა შეძლო, თუმცა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ჩინელ ჯინგ ბიანთან 15:7 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შესაბამისად, ნინა საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქალი პარასპორტსმენი, რომელმაც საქართველოს პარალიმპიურ დელეგაციაზე მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ თიბილაშვილის გარდა დღეს გათამაშებაში ირმა ხეცურიანიც გამოდიოდა, თუმცა სახელოვანმა პარამოფარიკავემ მედლის მოპოვება ვერ შეძლო და ხმლით ფარიკაობის გათამაშებაში ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა.








