ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ქართველმა მოკრივე ესკერხან მადიევმა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა საწყის შეხვედრაში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე კოლაზო სოტომაიერი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
შედეგად, მადიევი მერვედფინალში გავიდა, სადაც უგანდელ შადირი ბვოგის შეხვდება. ორთაბრძოლა 17 ივლისს, თბილისის დროით 12:30 საათიდან გაიმართება.





