იტალიის სერია A-ს ცენტრალურ მატჩში, „მილანმა“ საკუთარ მოედანზე „ლაციო“ დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.
გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე ტეო ერნანდესმა გაიტანა.
შეხვედრას ტრადიციულად სტუდიური განხილვის დროს უყურებდა მილანის ცნობილი გულშემატკივარი, ტიციანო კრუდელი, რომელმაც ტეო ერნანდესის გოლი საკმაოდ ემოციურად აღნიშნა.





