ბელგიის ნაკრების 29 წლის მეკარემ მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გამოცდილი ფეხბურთელი „რეალს“ 2018 წელს ლონდონის „ჩელსიდან“ შეუერთდა და კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.





