თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში „ბეშიქთაშისა„ და „სივასპორის“ შეხვედრაში ფეხბურთელი მსაჯმა მოედნიდან უცნაური მიზეზის გამო გააძევა.
პირველ ტაიმში, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე „სივასპორის“ ფეხბურთელმა, ჰაკან არსლანმა მსაჯს ტელეფონით ერთ-ერთი ეპიზოდი აჩვენა და კონკრეტულ მომენტში შეცდომის დაშვებისკენ მიუთითა. სანაცვლოდ, მთავარმა არბიტრმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა, გაბრაზებულმა არსლანმა კი ტელეფონი ძირს დაანარცხა და სარეკლამო ბანერს წიხლი ჩაარტყა. ამის გამო მსაჯმა თურქი ფეხბურთელი მეორე ყვითლით დააჯილდოვა და მოედნიდან გააძევა.
შეხვედრა საბოლოოდ ბეშიქთაშის გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.




