ცნობილი საკალათბურთო გამოცემა Commersant.ge-ის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პროტესტის ნიშნად საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა და ახლა ესპანეთში იმყოფება.
აღნიშნულ ამბავს კალათბურთელის აგენტი ნიკოს ვარლასი უარყოფს:
“თოკო შენგელიას ცსკა-ს დატოვების შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს. ამ ეტაპზე ის ორიენტირებულია საკუთარ ოჯახზე. თავის მომავალთან დაკავშირებით ის, პირველ რიგში, უნდა დაელაპარაკოს ცსკა-ს”.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 2020 წელს სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თორნიკეს რუსულ გუნდში გადასვლამ მაშინ ქართველ გულშემატკივარში დიდი კრიტიკა გამოიწვია.
ცნობისთვის, შენგელიას ცსკა-სთან კონტრაქტში ეწერა, რომ საქართველოს ნაკრებში ჩასვლაში ხელს არ შეუშლიდნენ.
დღევანდელი გადაწყვეტილება მაშინდელ კრიტიკას აუცილებლად გადაფარავს და მეტიც, თორნიკე ქართველი ხალხისგან დიდ პატივისცემას დაიმსახურებს.








