საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, VTB ლიგის ტურის სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს. ცსკას ქართველმა ლიდერმა გორასთან მატჩში 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ის ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
სიმბოლურ ხუთეულში თოკოს გარდა, ადას იუსკევიჩიუსი (პარმა), მარკუს კინი (კალევი), ევგენი ბაბურინი (ნიჟნი ნოვგოროდი) და მატეუშ პონიტკა (ზენიტი) მოხვდნენ.
Символическая пятерка недели · All-VTB League Team of the Week:
⭐️ @8Adas, PARMA
⭐️ @Marcus3Keene, Kalev
⭐️ Evgenii Baburin, Niznhy Novgorod
⭐️ @1Ponitka0, Zenit
⭐️ @TokoShengelia23, CSKAКто был лучшим игроком этой недели? · Who was the best player of the Week? pic.twitter.com/YwrBKeSwP0
— VTB League (@VTBUL) December 10, 2020
აღსანიშნავია, რომ ეს შენგელიასთვის ცსკა-ში ჩატარებული შეხვედრებიდან საუკეთესო იყო. როგორც ჩანს, მას ნაკრებში ჩატარებული მატჩები ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარა, რადგან დაბრუნების შემდეგ აშკარად ბევრად პროდუქტიულია.
იმედია თოკო ასევე გააგრძელებს და პოტენციალის გამოვლენას ისევე კარგად მოახერხებს, როგორც ამას ბასკონიაში აკეთებდა.








