მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კოსოვო სტუმრად 1:2 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი გოლის ავტორმა თორნიკე ოქრიაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
“მსურს იმ ტრაგედიით დავიწყო, რომელიც ბათუმში მოხდა. ვიცი, რომ უამრავ ადამიანს ძალიან რთული დღეები ჰქონდა. გვინდოდა ბათუმშივე გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი, მაგრამ, სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. დღევანდელი ჩვენი გამარჯვება სწორედ ამ ადამიანებს ეძღვნებათ. რაც შეეხება მოგებას და სამ ქულას, ბედნიერები ვართ, რადგან ამ მომენტს დიდ ხანს ველოდით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დავიმსახურეთ და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება.” – განაცხადა ოქრიაშვილმა
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საბოლოო მატჩს 11 ნოემბერს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.








