ევროლიგის მე-20 ტურში მოსკოვის ცსკა საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 13 ქულის სხვაობით, 88:75 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა კატალონიელებს 10 ქულა ჩაუგდო. ამასთან, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი „ბარსელონას“ ამერიკელი ლეგიონერი, კორი ჰიგინსი გახდა, რომელმაც მოსკოველებს 25 ქულა ჩაუგდო.
20 ტურის შემდეგ, მოსკოვის ცსკა 15 მოგებით და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 იანვარს, კვლავ საკუთარ მოედანზე „ფენერბახჩეს“ წინაღმდეგ გამართავს.




