FIBA-ს ვერსიით, 2020 წლის 4 საუკეთესო გადაცემას შორის თორნიკე შენგელიას პასიც მოხვდა.
ნომინაციაში შესული გადაცემა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 28 ნოემბერს, ფინეთთან გამართულ მატჩში შეასრულა, რომელიც შედეგიანად დააგვირგვინა ალექსანდრე ფევაძემ.
საქართველოს ნაკრებმა ეს თამაში 91:85 მოიგო.




