თბილისის ლოკომოტივმა ესპანურ შეკრებაზე მორიგი ტესტ-მატჩი გამართა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ამჯერად რუსეთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, მოსკოვის ლოკომოტივი იყო, სადაც რამდენიმე წლის წინ არაერთი ქართველი თამაშობდა, მათ შორის საბა კვირკველია და ხვიჩა კვარაცხელია.
ქართველი გულშემატკივრების სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ ჭიაბრიშვილის შეგირდება მეტოქე გააცამტვერეს. თბილისელემა ფეხბურთელებმა მოსკოველებს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხეს.
ანგარიში შეხვედრის 32-ე წუთზე თბილისური კლუბის მაროკოელმა ლეგიონერმა, ომარმა გახსნა და ლოკომოტივმა ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო.
მეორე ნახევარში თბილისელებმა კიდევ 3 გოლი გაიტანეს. ტაიმის დებიუტში მოსკოველთა მცველმა ვიტალი ვისტსოვმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ზუსტად 8 წუთში კი ომარმა დუბლი შეასრულა და ლოკომოტივის უპირატესობა 3 ბურთამდე გაზარდა. შეხვედრაში წერტილი 78-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ დასვა, რომელმაც მოსკოველებს მეოთხე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.





