თბილისის ახალ სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღესაც მედლები 5 წონით კატეგორიაში გათამაშდა.
57 კილოგრამ კატეგორიაში ჩემპიონი ბექა ბუჯიაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ოთარ გოგავას აჯობა.
61 კილოგრამში კვარცხბეკის უმაღლეს საფეხურზე გამოცდილი მოჭიდავე ბექა ლომთაძე ავიდა.
65 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს. მის არყოფნაში კი სამტრედიელმა შმაგი თოდუამ გაუბრწყინა.
70 კილოგრამ კატეგორიაში ფინალი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონმა ზურაბ იაკობაშვილმა დავით ტლაშაძესთან წააგო.
74 კილოგრამში წონის უპირობო ლიდერმა ავთო კენჭაძემ ჩემპიონობა არავის დაუთმო.
დარჩენილ კატეგორიებში ჩემპიონები 28 დეკემბერს გამოვლინდებიან. საქართველოს ჩემპიონები, 2021 წელს ტოკიოში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენ ნაკრებს დააკომპლექტებენ.





