საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გენო პეტრიაშვილის ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ქართველი ფალავანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბელარუს ხრამინკოუს შეხვდა და სანახაობრივ ორთაბრძოლაში 12:9 დაამარცხა.
პირველი პერიოდის დასაწყისში გენო მეტოქეს 3:1 ჩამორჩა, თუმცა წონასწორობის აღდგენა შეძლო და პერიოდი თავისი უპირატესობით დაასრულა – 3:3.
ქართველი გოლიათი უპირატესობას მეორე პერიოდის საწყისი წუთებიდანვე დაეუფლა და მეტოქესთან 12:3 დაწინაურდა. ამის გამო, პეტრიაშვილს გამარჯვება ფაქტობრივად გარანტირებული ჰქონდა, რის გამოც წოტა მოდუნება დაეტყო. ბელარუსმა მოჭიდავემ სხვაობით შემცირება 2-ქულამდე შეძლო, თუმცა გამარჯვება მაინც ქართველ ფალავანს დარჩა – 12:9.
ამრიგად, გენო პეტრიაშვილი თავისუფლებიდან ბოლო გამომსვლელი იყო, რომელმაც ქართულ დელეგაციას მედალი მოუტანა. საერთო ჯამში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობაზე 5 მედალი მოიპოვა – 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს.





