ამას წინათ, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მეტად ცუდი ამბავი მოხდა. ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა უკრაინის ჩემპიონატში, „მარიუპოლთან“ მატჩის დროს მძიმე ტრავმა მიიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან ფეხი მოიტეხა.
ეს ამბავი ორმაგად სამწუხარო იმითაც გახლდათ, რომ წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო და ის მარტის მატჩებისთვის ჯვაროსნებში გამოძახებული იყო, თუმცა ახლა ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე უქმობა მოუწევს.
20 წლის ფეხბურთელს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ახლა მინიმუმ ორი თვე სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს.
„დაზუსტებით ვერ გეტყვით მოედანს როდის დავუბრუნდები. თანაგუნდელები გვერდში მიდგანან და მამხნევებენ. როგორც მეუბნებიან ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ძვლის დასამაგრებლად ფეხში ხრახნი უნდა ჩამიდგან.
ტერფის მოტეხვის ხმა გავიგე. ყველა ფიქრობს, რომ ეს იმ ძლიერი შეჯახების დროს მომივიდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. ტრავმა მოგვიანებით მივიღე, როდესაც ცვლილებამდე ორი წუთით ადრე ნაბიჯს ვეღარ ვდგამდი.
როგორც ავღნიშნე, დაბრუნების თარიღად ყველა სხვადასხვა დროს ასახელებს. სავარაუდოდ ამ სეზონში ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებ“ – უთხრა გიორგი წიტაიშვილმა უკრაინულ მედიას.





