ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე სტამბოლის გალათასარაის ესტუმრა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელშიც ტენერიფემ თურქულ გრანდს 104:89 მოიგო.
ტენერიფესთვის ეს ჯგუფურ ეტაპზე მესამე გამარჯვება და ისინი A ჯგუფს 7 ქულით ლიდერობენ.
კუნძლელთა ქართველი ლიდერი გიო შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, მან მოედანზე 24:56 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.







