იაპონიის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი ტაკეჰირო ტომოიასუ “ბოლონიადან” კარიერას ლონდონის “არსენალში” გააგრძელებს. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მეთოფეებმა ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰექტორ ბელერინის შემცვლელად შეიძინეს, რომელიც იჯარის წესით რეალ “ბეტისს” შეუერთდა.
მიკელ არტეტას გუნდმა 22 წლის მცველი 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
ცნობისთვის, ტომიასუმ იტალიურ გუნდში ჩატარებულ 64 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.
Our new man is 𝗵𝗲𝗿𝗲 😍
— Arsenal (@Arsenal) August 31, 2021





