34 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დავიდ ლუისი კარიერას “ფლამენგოში” გააგრძელებს. ბრაზილიურმა კლუბმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდილი მცველი რენატო გაუჩოს გავწრთნილ გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება და ახალ კლუბში 23 ნორმიან მაისურს მოირგებს.
ვეტერან ფეხბურთელს სხვადასხვა დროს ლისაბონის “ბენფიკაში” ლონდონის “ჩელსიში” “პსჟსა” და ლონდონის “არსენალში” უთამაშია. დავიდ ლუისი 2010-2017 წლებში მშობლიური ნაკრების ღირსებასაც იცავდა.
Seja bem-vindo, @DavidLuiz_4! Que você tenha muito sucesso com o Manto Sagrado! 💪❤️🖤 #DavidLuizNoMengo pic.twitter.com/x0ygBNtZAF
— Flamengo (@Flamengo) September 11, 2021





