დაუმარცხებელმა ბრიტანელმა ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ ძმებ კლიჩკოებს, უსიკსა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა.
“პირველი ვიქნები, რომელიც ამ ბრძოლას შეუერთდება, თუ ინგლისი ან ამერიკა ომში ჩაერთვება. მამაჩემსა და ჩემს ძმებთან ერთად წინა ხაზზე ვიბრძოლებ”, – განაცხადა ფიურიმ.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, რამაც მთელი მსოფლიოს აღშფოთება და დიდი სანქციები გამოიწვია.








