რუსეთის პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩშიხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის რუბინმა გათამაშების ლიდერ სანქტ-პეტერბურგის ზენიტს 2:1 მოუგო.
БРААААААВООО! БРАААВО, «РУБИН» pic.twitter.com/AXr2ViIdR1
— «Рубин» Казань (@fcrk) March 8, 2021
მატჩი ძალიან დრამატული გამოვიდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოედნის საფარი საშინელი იყო, ეს კი ყაზანური ამინდის დამსახურებაა, ბოლო რამდენიმე კვირა თათარსტანის დედაქალაქში -30 გრადუსი ფიქსირდებოდა.
სწორედ ამის გამო რუბინი მატჩისთვის თურქეთში მოემზადა, სადაც მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ „პიტერელთა“ ძლევის გეგმა შეიმუშავა, თანაც გუნდს ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლდა.
პირველი ნახევარი ზენიტის დომინირებით მიმდინარეობდა, თუმცა ყაზანელთა გოლკიპერი იური ძიუპინის ბრწყინვალე თამაშის წყალობით გუნდმა გოლი არ გაუშვა.
პირველი გოლი 41-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ჯორჯე დესპოტოვიჩმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ პენალტი სწორედ მან მოიპოვა.
მეორე ნახევარში ზენიტმა ზეწოლა გააძლიერა და საპასუხო გოლი 75-ე წუთზე ირანელმა შემტევმა სერდარ აზმუნმა თავური დარტყმით გაიტანა.
ამის შემდეგ ზენიტი მოგებაზე წავიდა, თუმცა ლეო სლუცკის ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ბოლომდე იბრძოდნენ და 92-ე წუთზე დენის მაკაროვმა შესანიშნავი გოლიც გაიტანა.
აქ თითქოს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ 99-ე წუთზე სტარფილდის უხეშობის გამო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც არტიომ ძიუბამ შეასრულა და ძიუპინმა მას აჯობა.
ЛУЧШИЕ?!! ЛУЧШИЕ!! ❤️💚 pic.twitter.com/sSw9JNYYWS
— «Рубин» Казань (@fcrk) March 8, 2021
მატჩის გმირი უდავოდ რუბინის მეკარე იური ძიუპინი იყო, რომელმაც დრამატული პენალტის აღების გარდა, მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და გუნდს მეორე რუსული გრანდის დამარცხებაში დაეხმარა.
ამრიგად, ზენიტი 42 ქულით ცხრილში პირველ ადგილზე დარჩა, მაგრამ ცსკა-სგან სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა, სპარტაკიდან 4-მდე.
ლეონიდ სლუცკის გუნდმა ამ სეზონში ორჯერ დაამარცხა პეტერბურგელები. რუბინმა პირველ წრეში „გაზპრომ არენაზეც“ მსგავსი ანგარიშით გაიმარჯვა.
უფრო მეტიც, რუბინმა ზედიზედ ორი მატჩი ზენიტთან 2013 წლის შემდეგ პირველად მოიგო.





