მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სულშერმა დააფიქსირა აზრი იმის შესახებ, გავლენა მოახდინა თუ არა გულშემატკივრების პროტესტმა გუნდის ბოლო შედეგებზე.
ლივერპულის წინააღმდეგ თამაში, რომელიც 2 მაისს უნდა გამართულიყო, 13-ში გადადეს, რადგან „მანკუნიანელ,ა“ გულშემატკივრებმა კლუბის მეპატრონეების გლეიზერების ოჯახის წინააღმდეგ, პროტესტი გამოხატა. აქციის დროს გულშემატკივრები სტადიონზე შეიჭრა.
შედეგად, მანჩესტერ იუნაიტედმა ლივერპულთან (2:4) წააგო, რამდენიმე დღით ადრე კი ინგლისის ჩემპიონატში ლეესტერთან (1:2) დამარცხდა.
„მე არ მსურს ეს ჩვენი ორი მარცხის საბაბად ვაქციოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის მიზეზი,“ – თქვა სოლსკიაერმა.





