წითელმა ეშმაკებმა პრემიერლიგის ლიდერობა შეინარჩუნეს. ისინი 40 წულით პირველ ადგილზე არიან და თანაქალაქელ და მოსისხლე მტერ „სიტის“ ორი ქულით უსწრბენენ. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის მორიგ ტურში „ფულჰემს“, იმის მიუხედავად, რომ აგებდა, დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო.
შედეგით ბუნებრივია კმაყოფილია „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ვითარების გამოსწორება შევძელით. როგორც გამოჩნდა, გაშვებულმა გოლმა ჩვენზე პირიქით კარგად იმოქმედა და უკეთ ავთამაშდით.
აუცილებლად უნდა გამოვყო პოლ პოგბა. მან თავი იდეალურად წარმოაჩინა და ამ გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ მას ყველა პოზიციაზე ერთნაირად კარგად შეუძლია თამაში.
ხალხი უკვე ჩვენ ჩემპიონობაზე ალაპარაკდა, მაგრამ ჯერ ამაზე არ ვფიქრობთ. წინ კიდევ არაერთი მატჩია და ყველას სერიოზულად უნდა მივუდგეთ“ – აღნიშნა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.







