ხვიჩა კვარაცხელია ჯერ ისევ ყაზანის რუბინის ფეხბურთელია. დიდი ხანია, 20 წლის ქართველი ფეხბურთელით ევროპის TOP 5 ჩემპიონატის კლუბების დაინტერესების შესახებ იწერება, თუმცა როგორც რუსული კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმოანოვი აცხადებს, ხვიჩას ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით “რუბინისთვის” ჯერ არავის მიუმართავს.
transfermarkt ხვიჩა კვარაცხელიას, რომლითაც “ლიდსი”, “სევილია”, “დორტმუნდი”, “გლადბახი”, “იუვენტუსი” და “მილანი” ინტერესდებიან, 18 მილიონ ევროდ აფასებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ყაზანურ კლუბს მისი გაყიდვა 20 მილიონ ევროდ სურს.
“ხვიჩას ტრანსფერზე მოძრაობა ჯერჯერობით არ არის. ჩვენ გახსნილები ვართ, მაგრამ წინადადება არავისგან მიგვიღია. პრესაში ხმები მრავლადაა, მაგრამ ეს ყველაფერი უსაგნო საუბრებია. ყოველთვის ვამბობთ, მოგვმართეთ წინადადებით და ჩვენ მას განვიხილავთ. მაგრამ არცერთი ოფიციალური წინადადება არ არის და ამის გამო ჯერჯერობით განსახილველი არაფერია”, – ამბობს საიმანოვი რუსულ მედიასთან.





