შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ფიგურულ ცუგურაობაში, რომელშიც 4 ქართველი სპორტსმენიც მონაწილეობს.
აღნიშნული პლანეტის ჩემპიონატი მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები თამაშდება.
24 მარტს გოგონათა მოკლე პროგრამის შეჯიბრება გაიმართა, სადაც სხვებთან ერთად ალინა ურუშაძეც იღებდა მონაწილეობას. 17 წლის ქართველი ფიგურულად მოციგურავე საქართველოს სახელით 2018 წლიდან ასპარეზობს. 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ალინამ ლოზანაში მე- 5 ადგილი დაიკავა.
სტოქჰოლმის მსოფლიო ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში ალინა ურუშაძემ მოკლე პროგრამაში თავი კარგად წარმოაჩინა და ფინალში ანუ თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ურუშაძემ 59.89 ქულით მე-18 ადგილი დაიკავა.
იმედია, თავისუფალ პროგრამაში ახალგაზრდა ქართველი მოციგურავე თავს კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩენს და და ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს.








