რუსეთის ქალაქ სოჭში, ISU-ს გრან პრი გაიმართა, სადაც ვაჟთა შორის მორის ყვითელაშვილმა პირველი ადგილი 266.33 ქულით მოიპოვა. მორისმა მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
მორის ყვითელაშვილმა ტურნირზე ტრიუმფის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
“პირველ რიგში ვულოცავ სხვა მედალოსნებს. მაღალი დონის შეჯიბრი იყო. დღეს ყველაფერი იდეალურად არ გამომივიდა, მაგრამ მოტივირებული ვიყავი. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა მოვახერხე. მადლობა მწვრთნელებს, მშობლებს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სამინისტროს, რომლებსაც ყოველთვის სჯეროდათ ჩემი წარმატების და მხარს მიჭერდნენ.
ვგრძნობ თუ არა, რომ ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიას ვწერ? სიმართლე გითხრათ, ჯერ ვერ. ბოლომდე ვერ გავიაზრე, რას მივაღწიე ამ ქალაქში, სოჭში. ალბათ, დროის გასვლის შემდეგ გავიზარებ. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ოქროს მედლის მფლობელი გავხდი.”
აღსანიშნავია, რომ ვაჟთა შორის ერთეულთა თანრიგში ქართველი მოციგურავეს ამ დონის ტურნირზე არასდროს მიუღწევია წარმატებისთვის, მორისი კი პირველი სპორტსმენი გახლავთ.








