26 წლის ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე, კაცთა ინდივიდუალურ ტურნირზე მე-10 ადგილი დაიკავა და ისტორიული შედეგი გაიმეორა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიღწევა ელენე გედევანიშვილს, 2006 წელს ტურინის ოლიმპიადაზე ჰქონდა დაფიქსირებული.
ყვითელაშვილს მოკლე პროგრამის შემდეგ მე-5 მაჩვენებელი ჰქონდა და თითქმის ყველა ევროპელ მოციგურავეს უსწრებდა, თუმცა, თავისუფალ პროგრამაში შედარებით წარუმატებელი აღმოჩნდა.
მორისმა ფინალში 170.64 ქულა მიიღო და 0.32 ქულით ჩამორჩა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს.








