29 მაისს, სტამბულში ჩემპიონთა ლიგის ფინალია დაგეგმილი. ჯერ ნაადრევია იმაზე მსჯელობა თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ტიტულის მოსაპოვებლად, მაგრამ ვინც არ უნდა იყვნენ, ბუნებრივია მათ ქომაგებს მატჩზე დასწრების დიდი სურვილი ექნებათ.
სტადიონები რომ უკვე წელიწადზე მეტია ცარიელია ყველამ ვიცით. ახლაც, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის მატჩები უმაყურებლოდ გაიმართა, რაც ნამდვილად სახამუშოა, მაგრამ რას ვიზამთ – მსოფლიო ისევ პანდემიას ებრძვის.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური სტადიის დაპირისპირბები კვლავ ცარიელი ტრიბუნების თანხლებით გაიმართება, მაგრამ უეფა იმედს არ კარგავს, რომ სტამბულის ფინალზე ვითარება შეიცვლება და გულშემატკივრები სტადიონზე იქნებიან.
უეფაში ფიქრობენ, რომ მაისიდან ევროპის ქვეყნებში გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნება და ქომაგებს თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობა მიეცემათ. ჯერ უცნობია რა რაოდენობის მაყურებელზეა გათვლა, მაგრამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში აპირებენ ბილეთები როგორც ფინალის მონაწილე გუნდების გულშემატკივრებზე, ასევე ადგილობრივ მაყურებელზეც დაბეჭდონ.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.





